ლლლლლლლლლეეეეერრრრიიიიიიიიიიიიიიიიი

brand-page-001cropped-19578599_1592136774152152_741416897_o25.jpg

პროექტი

ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან

ნიკოლოზ წიქარიძე, გურანდა ავქოფაშვილი,

ხვიჩა ყაზაიშვილი, მარიკა ავქოფაშვილი,

ალექსანდრე ღონღაძე, ზურაბ სამხარაძე

მთლიანი დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე: ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან ან დააწკაპუნეთ სათაურზე

ეს პუბლიკაცია მომზადებულია პროექტისქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებათა ამსახველად.

Druck

ასევე

კვლევა განხორციელდა თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით

TSU_Coat_of_Arms.svg

პროექტში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით: ალექსანდრე გოგრიჭიანს და თამარ

გაჩეჩილაძეს

შ ე ს ა ვ ა ლ ი

საქართველოს ტერიტორიაზე საწარმოო დაბინძურება სათავეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს, როდესაც პირველი წიაღისეულის მომპოვებელი კორპორაციები გამოჩნდნენ. თუმცა, მაშინ დაბინძურების მასშტაბები ძალზე მცირე იყო. XX საუკუნეში სსრკ-ში საწარმოების ნაციონალიზაციისა და სწრაფი ინდუსტრიალიზაციის შედეგად სამთომოპოვებითი მრეწველობის მასშტაბების მატებას, დაბინძურების დონის ზრდაც მოჰყვა. მიუხედავად ამისა, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და დაინერგა ტექნოლოგია (Zaharchenko, 1990), რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ფაქტობრივად განადგურდა. სამთომოპოვებითი სფერო, ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და ექსპერიმენტული ნეოლიბერალური პოლიტიკის ფონზე, განადგურების პირას მივიდა.

2003 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კერძო ინვესტიციების მოზიდვის, საწარმოო პროცესის განვითარებისა და საწარმოების დივერსიფიცირების მიზნით, სამთომომპოვებელი საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალზე საეჭვო და კორუფციულ ე.წ. დიდი პრივატიზაციის პროცესს შეეწირა (გუჯარაიძე, 2013). თუმცა, სამთომოპოვებითი წარმოების მასშტაბების ზრდის ტენდენციების მიუხედავად (საქსტატზე დაყრდნობით, 2016 წლის მონაცემებით მშპ-ში საკუთრივ სამთო მოპოვების წილი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 8 %-ით გაიზარდა, შედეგად, სამთო მოპოვების წარმოების წილმა მშპ-ში 0.9 % შეადგინა), ქვეყნის ეკონომიკაში ამ სფეროს წილი მაინც მცირეა. სამთომომპოვებელი კომპანიები დღემდე არ ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გარემოსა და ადამიანისათვის მიყენებული ზარალის თავიდან აცილების მიზით. არ ხდება იმ ელემენტარული ნორმების დაცვაც კი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების მიმართაა დაწესებული.

მდგომარეობას ართულებს შემდეგი გარემოებები: წარმოებით მიყენებული გარემოსდაცვითი ზარალი მრავალჯერ აღემატება მისგან მიღებულ სარგებელს (მაგალითად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წწ. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში გარემოსადმი მიყენებული ზარალი 403 784 729 ლარს შეადგენს, ხოლო სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 6 139 220 ლარი შეადგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ზარალი 110 234 335 ლარი, ხოლო ჯარიმა 4 032 108 ლარს შეადგენს; ხოლო 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ზარალი – 6 549 151,4, ჯარიმა კი 3 977 580 ლარს); არ ხდება საწარმოების სრულფასოვანი კონტროლი (მაგალითად – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში მოქმედი 3124 წიაღით სარგებლობის ლიცენზიიდან 100-ის გეგმური და 17-ის არაგეგმური შემოწმება მოხდა); რესურსების მოპოვების ლიცენზირება ეკოლოგიური ექსპერტიზის გავლას არ საჭიროებს (დებულება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ – თუმცა 2018 წლის იანვრიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები ამოქმედდება, რომლიც ირიბად თუმცა მაინც უშვებს შესაძლებლობას წიაღისეულის მოპოვება ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაექვემდებაროს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გზშ-მდე წინასწარი კვლევის სკოპინგისა და სკრინინგის კომპონენტებით გამდიდრდება), ასევე, საკმაოდ დაბალია ბუნებრივ რესურსებზე მოსაკრებლის გადასახადი (კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ), მარაგების შესახებ ინფორმაცია კომპანიების მიერ არაკონსტიტუციურად (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო) გასაიდუმლოებულია (კანონი წიაღის შესახებ), გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოა. რაც მთავარია, ხელისუფლებამ სააკაშვილის დროინდელი დამღუპველი ნაბიჯი გაიმეორა, გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება შეუკვეცა და დაანაწევრა. მისი ფუნქციების სხვადასხვა სამინისტროში ამგვარ გადანაწილებას კი, სტრუქტურული ცვლილებების საბურველში ფუთავენ.

სამთომოპოვებითი დაბინძურების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქვემო ქართლი. კერძოდ, კომპანია RMG-ის (Rich Metals Group) საკუთრებაში მყოფი კაზრეთის პოლიმეტალური სამთომომპოვებელი საწარმო და მასთან დაკავშირებული სალიცენზიო ტერიტორიები. იქ, ბოლო ათწლეულის მანძილზე, გარემოს უკიდურესი დაბინძურების გარდა, კომპანიების ინტერესებს ასევე შეეწირა ბუნებრივი და სოციალური გარემო. აგრეთვე, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, მსოფლიოში უძველესი საყდრისის ოქროს მაღარო (წულაძე, 2014. ამერიკის ხმა; Civil Georgia 2014; მაღალდაძე, 2014. ლიბერალი; გუჯარაიძე, 2013; რეხვიაშვილი, 2014. რადიო თავისუფლება)

ათეულობით კვლევა აჩვენებს, რომ ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ნორმას საგრძნობლად აღემატება (Felix-Henningsen et al. 2007, 2010; Kalandadze, 2009; Hanauer et al. 2011, 2011, 2012; Davitashvili, 2010; Salukvadze and Chaladze, 2013; Lomsadze et al. 2016 და ა.შ.). პროექტის ერთ-ერთი ავტორის – გურანდა ავქოფაშვილის კვლევა „ნიადაგების ფოტორემედიაცია“ (ავქოფაშვილი, 2016), აშშ-ის კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე 2010-2015 წლების სამთომოპოვებითი საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების პროცესს დინამიკაში აღწერს. ადგილზე აღებული სინჯების ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთ აღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს (Song et al. 2015; Hartwig, 2012; Huff et al. 2007; https://www.cancer.gov/about-cancer/causes-prevention/risk/substances/cadmium), აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება.

ყველა წინამდებარე კვლევაში დაბინძურების მთავარ წყაროდ მოიხსენიება კომპანია RMG-ის მმართველობის ქვეშ მყოფი საწარმო (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიამ 2013-2014 წლებში გარემოს 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა ხოლო RMG Cooper-მა 1 მილიონ ლარზე მეტი). მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე უარყოფს დაბინძურების მასშტაბურობას და არგუმენტად სინჯების სიმწირესა და კვლევების შედეგების ხანდაზმულობას იშველიებს. შესაბამისად, ამ პროექტის განმავლობაში სეზონურობის გათვალისწინებით სავარაუდო დაბინძურებულ არეალებში დიდი რაოდენობით ნიადაგის და წყლის სინჯები იქნა აღებული. მათში მძიმე ლითონები განისაზღვრა საქართველოში არსებული თანამედროვე ხელსაწყოს, ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრის გამოყენებით, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციულ ლაბორატორიაში. შედეგად, გაგრძელდა წინა წლებში ჩატარებული მონიტორინგი და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი კერები. პროექტი განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

სამწუხაროდ, ზოგადად და, განსაკუთრებით, ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, წიაღისეულის მოპოვებით მიღებული ეკონომიკური მოგება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე თითქმის არ აისახება პირიქით, ხშირ შემთხვევაში წაგებიანიც კია. თუ მდგრადი ეკონომიკის პრინციპების კუთხით მივუდგებით, ზარალი გაცილებით დიდია. თუმცა, ვინაიდან ეს პრობლემები პირდაპირ კავშირშია მწვანეთა პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ამ პრობლემის გააზრებისა და გადაწყვეტისათვის საუკეთესო გზას გვთავაზობს, ამიტომ ჩვენი, როგორც მწვანეთა მოძრაობის (მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა, რომელიც მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის მოძრაობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა) მიზანი ამ თემის არა მხოლოდ სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო კვლევა, არამედ მიღებული შედეგების მწვანე ფილოსოფიური და პოლიტიკური პერსპექტივიდან გააზრებაცაა. და, საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგების პოლიტიზება და ცვლილებებისათვის ბრძოლაში მისი გამოყენება, რაც მწვანეთა იდეების პრაქტიკაში განხორციელებისათვის აუცილებელია.

ამიტომ ამ ნაშრომს დავყოფთ ორ ნაწილად:

  1. ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში მძიმე ლითონების შემცველობის ქიმიური კვლევა – პირველი ნაწილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მხარეს მოიცავს. მასში წარმოდგენილი იქნება ნიადაგებისა და წყლების მძიმე მეტალებით დაბინძურების ანალიზი და კვლევა. ავტორები: გურანდა ავქოფაშვილი, მარიკა ავქოფაშვილი, ალექსანდრე ღონღაძე – წყლის სინჯები აიღო და ანალიზი ჩაუტარა ზურაბ სამხარაძემ.
  1. დაბინძურების შეფასება მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან – მეორე ნაწილი კი წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, სადაც კვლევის შედეგებს პოლიტიკური შეფასება მიეცემა. შეძლებისდაგვარად განხილული იქნება პრობლემების მწვანე პოლიტიკური გააზრებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი. ავტორები: ნიკოლოზ წიქარიძე და ხვიჩა ყაზაიშვილი

მთლიანი დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე:

ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან

ან დააწკაპუნეთ სათაურზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s